ინფრაწითელი გამათბობლები


ინფრაწითელი გამათბობლების სხივები ათბობენ არა ჰაერს, არამედ პირდაპირ ადამიანებს, როგორც მზის სხივი მთაში, სადაც გრილი ჰაერია.



ათბობს ჯერ ჰაერს, მერე ადამიანებს.

ათბობს ჯერ ადამიანებს, მერე ჰაერს


ინფრაწითელი გამათბობელი HeizMeister

ინფრაწითელი გამათბობელი HeizMeister (ჰაიცმაისტერი) წარმოადგენს ინფრაწითელი გამათბობელი ტექნიკის უახლეს ნიმუშს. ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის სიახლე - ინფრაწითელი ( "ა" დიაპაზონის სპექტრი) გამათბობელი ათბობს არა ჰაერს, არამედ უშუალოდ ადამიანს,რაც ელექტროენერგიის უფრო ეფექტური გამოყენების წინაპირობაა. ჰეიცმაისტერი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით გაზის გამათბობელზე 50% უფრო ეფექტურია. ჰეიცმაისტერის სითბური სხივების მისაღებად გამათბობელი არ საჭიროებს დიდი ხნის გათბობას. ისინი იგრძნობა ჩართვიდან რამდენიმე წამში ამინდის მიუხედავად. ინფრაწითელი გამათბობელი ჰაიცმაისტერი არის საუკეთესო გამათბობელი ისეთ ადგილებში, როგორც ტერასები, გარე გაყიდვის წერტილები, ღია კაფეები, ეკლესიები, სახელოსნოები, საწყობები, სპორტდარბაზები, ცხოველების სადგომები, აბანოები, სამრეწველო ხაზები და სხვა.

ტექნიკური მაჩვენებლები :

- მოხმარებული სიმძლავრე   220 Volt, 50/60 Hz, 2000 Watt, IP65
-  გათბობის ფართობი -   16 მ2
- ზომა 67x10x7,7 სმ
- მასალა- პოლირებული ალუმინიუმი

გამოყენების მაგალითი


ინფრაწითელი გამათბობელი მაგიდა HeizTisch

ინფრაწითელი გამათბობელი მაგიდა HeizTisch (ჰაიცტიშ) წარმოადგენს უნიკალურ ტექნოლოგიურ სიახლეს, რომელიც გამოიყენება გრილ ამინდის დროს ხელების და ფეხების გასათბობად. გამოიყენება ყველგან, როგორც ღია ტერასებზე, ასევე დახურულ დარბაზებში, სადაც იდგმება მაგიდა და ჯდებიან ადამიანები. საუკეთესო საშუალებაა გრილ ამინდში სუფთა ჰაერზე დასაჭდომად რესტორანში, კაფეში და ა.შ. ინფრაწითელი გამათბობელი გარედან დაფარული გამცავი ბადით, რომელიც ისეთი გრილია, რომ მისი შეხებაც კი არ იწვევს დამწვრობას. გამათბობელში ჩამონტაჟებულია მოძრაობის დეტექტორი, რომელიც ავტომატურად ირთვება გამათბობელთან მიახლოვების დროს და გაითიშება, თუ მოძრაობა არ იქნება, რაც ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვის საშუალებას იძლევა. მაგიდაში ასევე ჩამონტაჟებულია მოლურჯო ფერის ნათურა, რომლის სინათლეს ადვილად ატარებს მაგიდის ოდნავ ჩამუქებული სქელი შუშის მრგვალი ზედაპირი.


ტექნიკური მაჩვენებლები

* მოხმარებული სიმძლავრე   220 Volt, 50/60 Hz, 1200 Watt, IP 24
* სიმაღლე  -    65 სმ
* მრგვალი ზედაპირის დიამეტრი   32 სმ
* ალუმინის საყრდენი    28 სმ
გამოყენების მაგალითი


Heatstrip

  Heatstrip არის ინფრაწითელი გამათბობლის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელშიც არ არის ხშირად შემაწუხებელი წითელი სინათლე. ლამაზი ფორმები და ეფექტური გამათბობელი გერმანიიდან ასევე გამოიყენება გრილ ამინდში ღია ტერასებზე რესტორნებში, კაფეებში, საცურაო აუზებში და ა.შ. მისი უჟანგავი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა გამოყენებული იყოს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, ხოლო ტექნოლოგიური სიახლე მიმზიდველია ყველგან, სადაც ერიდებიან წითელ შემწუხებელ სხივებს.

ტექნიკური მაჩვენებლები

•  სიმძლავრე   -   1800, 2400, 3200   Watt
•  ძაბვა   -    220 V, 50/60 Hz
•  სამუშაო ტემპერატურა   - 170 C°
•  წონა   -    7; 10,5; 13 კგ
•  ზომა  - 100 x 16,9 x 7,5 სმ; 150 x 16,9 x 7,5 სმ; 200 x 16,9 x 7,5 სმ.

გამოყენების მაგალითი


ინფრაწითელი გამათბობელი სარკე

ინფრაწითელი გამათბობელი სარკე ითავსებს ერთდროულად სარკის და ინფრაწითელი გამათბობლის ფუნქციას, რაც მას შეუცვლელს ხდის აბაზანაში, საგრიმიოროში, საზოგადოებრივი ტუალეტებში და ა.შ. ის სწრაფად ათბობს იქ, სადაც საჭიროა დეკორატიული გათბობა.
ინფრაწითელი გამათბობელი სარკე არის შეუცვლელი იქ, სადაც ყურადღებას აქცევენ თანამედროვე დიზაინს, სილამაზეს, ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს და აკონტროლებენ მიმდინარე ხარჯებს. ასეთ სარკეს აღარ სჭირდება ორთქლის მოწმენდა იმისთვის, რომ ჩაიხედოთ სარკეში დუშის შემდეგ.
.

ტექნიკური მაჩვენებლები

*  სიმძლავრე დამოკიდებულია ზომაზე:
*   300 W - 40x60x2,5 --- წონა 5 კგ
*   450 W - 60x90x2,5 ---------- 10 კგ
*   600 W - 60x90x2,5 ---------- 12 კგ
*   750 W - 60x120x2,5 ---------- 13 კგ
*   ძაბვა   220 V,
გამოყენების მაგალითი


ინფრაწითელი გამათბობელი სურათი

  ძალიან ელეგანტური ინფრაწითელი გამათბობელი სურათის ფორმით დაამშვენებს როგორც თქვენს სახლს ასევე თქვენს სამუშაო ოფისს. ის უსაფრთხოა, არ აცხელებს კედელს, არ იცვლის ფერებს, არ საჭიროებს წმენდას და რემონტს.

ტექნიკური მაჩვენებლები

*  სიმძლავრე დამოკიდებულია ზომაზე:
*   450 W - 60x90x2,5 ---------- 10 კგ
*   600 W - 60x90x2,5 ---------- 10 კგ
*   750 W - 60x120x2,5 ---------- 13 კგ
*   ძაბვა   220 V,
გამოყენების მაგალითი1
გამოყენების მაგალითი2
გამოყენების მაგალითი3


გადავიდე ამ გვერდის დასაწყისში
წინა გვერდზე დაბრუნება